რუსული მედიის ცნობით, გასულ ღამეს მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა
რუსული მედიის ცნობით, გასულ ღამეს მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა

გასულ ღამეს მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, აფეთქება ბიზნესცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში მოხდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით,, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა სამი დრონით განხორციელდა და სამივეს ჩამოგდება შეძლეს.