რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე მზაობა გამოთქვა
რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე მზაობა გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე მზაობა გამოთქვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი აცხადებს, პუტინმა ტრამპს აცნობა უკრაინასთან 2 ივნისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმების შესრულების თაობაზე.

„რუსეთის მხრიდან გამოითქვა მზაობა, გაგრძელდეს მოლაპარაკებები უკრაინელებთან 22 ივნისის შემდეგ, როგორც შეთანხმებული იყო. დონალდ ტრამპმა ეს ინფორმაცია მხედველობაში მიიღო“, – აღნიშნა უშაკოვმა.