რუსული მედია - უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი, რომლებითაც სოჭზე თავდასხმა მოხდა, რუსეთის ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთის გავლით მოხვდა
რუსული მედია - უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი, რომლებითაც სოჭზე თავდასხმა მოხდა, რუსეთის ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთის გავლით მოხვდა

უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი, რომლებითაც სოჭზე თავდასხმა განხორციელდა, რუსეთის ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთის გავლით მოხვდა.

ამის შესახებ რუსული მედია წერს.

სოჭზე დრონებით თავდასხმა 24 ივლისს ღამით განხორცილდა. რუსული სახელმწიფო სააგენტოს, „ტასის“ ცნობით, იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა, მათგან ოთხი დაშავებული ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. რუსული მედიის ცნობით, დაღუპული ქალები „რუსეთის რკინიგზის“ თანამშრომლები არიან.

ამასთან ერთად, ადლერის რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, კიდევ ერთი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს.

ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ დრონების იერიში შედეგად ხანძარიც გაჩნდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ადლერში დარტყმა მიიტანეს ნავთობბაზაზე, რომელიც სოჭის აეროპორტის სიახლოვეს მდებარეობს. ასევე თავდასხმა განხორციელდა ადლერში მდებარე სარკინიგზო ხიდზე.