რუსული მედია – სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჰაკან ფიდანთან

14:23, 07.08.2025

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჰაკან ფიდანთან. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს, „იტარ-ტასს“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარმა წყაროებმა აცნობეს.

„სატელეფონო საუბარი შედგა დღეს, 7 აგვისტოს. განიხილებოდა რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე არსებული სიტუაცია“, – განუცხადა რუსულ სააგენტოს წყარომ.

ცნობისთვის, 2022 წლის შემდეგ პირველად, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები თურქეთში 2025 წლის მაისში გაიმართა. შეხვედრები გაგრძელდა 2 ივნისს, სადაც მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი