რუსული მედია – ქალაქ უფაში კარანტინის გამო დახურული საავადმყოფოდან რამდენიმე ექიმი გაიქცა

16:11, 18.04.2020

რუსეთის ქალაქ უფაში კარანტინის გამო დაკეტილი საავადმყოფოდან რამდენიმე ექიმი გაიქცა.

ბაშკირეთის სახელმწიფო ორგანოებზე დაყრდნობით, რუსული მედიის წერს, რომ საუბარია საავადმყოფოს თანამშრომლებზე, მათ შორის: ექიმებსა და სხვა მედპერსონალზე, რომლებმაც საავადმყოფოს შენობა თვითნებურად დატოვეს.

ამასთან, ქალაქ უფის სასამართლოში შვიდ ადამიანზე ადმინისტრაციული საქმე განიხილეს. როგორც საქმიდან ირკვევა, მათ საავადმყოფოს ტერიტორია ისე დატოვეს, რომ „კოვიდ 19“-ზე განმეორებითი ანალიზის პასუხებს არ დაელოდნენ.

მანამდე, „როსპოტრებნადზორის“ ბაშკირეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ვენერ იზიაკაევმა კუვატოვის სახელობის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს კოროვირუსული ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი კერა უწოდა.

ჯანდაცვის რეგიონალური სამინისტროს ცნობით, ბაშკირეთში სულ „კოვიდ-19“-ის 213 შემთხვევა დაფიქსირდა. რესპუბლიკაში სულ 11 საავადმყოფო დახურეს.

მსგავსი