რუსული მედია – ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის პირველი საერთაშორისო კონტაქტი და შეხვედრა, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინთან შედგეს

14:33, 18.07.2026

ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის პირველი საერთაშორისო კონტაქტი და შეხვედრა, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შედგეს. ამის შესახებ რუსული მედია ირანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, ირანულმა წყარომ რუსეთის პრეზიდენტს ირანის ახლო მეგობარი უწოდა.

„რუსეთი ჩვენთვის ახლო ქვეყანაა, მისი აღმატებულება პუტინი კი ისლამური რესპუბლიკის ახლო მეგობარია. შესაძლოა, პირველი სატელეფონო ზარი და პირველი შეხვედრა სწორედ პრეზიდენტ პუტინთან გაიმართოს“, – განუცხადა წყარომ რუსულ მედიას.

ამავე წყაროს განმარტებით, მოჯტაბა ხამენეი ამ ეტაპზე, სამხედრო სიტუაციისა და უსაფრთხოების საკითხების გამო საჯაროდ არ ჩნდება.

მსგავსი