რუსული მედია - „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ მუშაობაში აზერბაიჯანის ჩართვა განიხილება
რუსული მედია - „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ მუშაობაში აზერბაიჯანის ჩართვა განიხილება

რუსული გამოცემა „ერ-ბე-კას“ ცნობით, „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ წევრი სახელმწიფოები ორგანიზაციის მუშაობაში აზერბაიჯანის ჩართვას განიხილავენ.

როგორც გამოცემა წერს, „აზერბაიჯანის დელეგაციამ შესაძლოა, მიიღოს მონაწილეობა „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ მმართველი ორგანოს სხდომაში, თუმცა იმ პირობით, თუ ამას სომხეთი დათანხმდება“.

გამოცემის ცნობით, „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ მმართველი ორგანოს სხდომის მუშაობაში აზერბაიჯანის ჩასართავად, ერევანი მოითხოვს, რომ სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხი გადაწყდეს. გადაუწყვეტელ საკითხებს შორის ასევე სახელდება რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციის აღდგენა.