რუსული მედია ავრცელებს კადრებს, როგორ მიემართებიან რუსი სამხედროები ყარაბაღისკენ
რუსული მედია ავრცელებს კადრებს, რომლებზეც ჩანს, როგორ მიემართებიან რუსი სამხედროები მთიანი ყარაბაღისკენ.
რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეთანხმების მიხედვით, მთიან ყარაბაღში 2 000 რუსი სამხედრო შევა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა.
❗️ Российские миротворцы выехали в Карабах pic.twitter.com/CITVNIYWAn
— НТВ (@ntvru) November 9, 2020