რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინული მხარე თანახმაა, მოლაპარაკებები ბელარუსში, ქალაქ გომელში​ გამართოს
რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინული მხარე თანახმაა, მოლაპარაკებები ბელარუსში, ქალაქ გომელში​ გამართოს

რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინული მხარე ბელარუსში, ქალაქ გომელში მოლაპარაკებას დათანხმდა და რუსეთის დელეგაცია ადგილისკენ მიემართება.

გავრცელებული ინფორმაციით, განცხადება პუტინის თანაშემწმემ ვლადიმერ მედინსკიმ გააკეთა.

ამ ინფორმაციას ჯერ მხოლოდ რუსული მედია ავრცელებს. ოფიციალური კიევში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, რუსეთის დელეგაცია უკრაინელებთან მოლაპარაკებისთვის ბელარუსში ჩავიდა“. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულის შემდეგ განაცხადა, რომ მინსკში მოლაპარაკებებს არ გამართავენ.

„ჩვენ არ ვისაუბრებთ მინსკში, დაე, იყოს ნებისმიერი სხვა ქალაქი იმ ქვეყნისა, საიდანაც უკრაინაში რაკეტები არ მოფრინავს“,- განაცხადა ზელენსკიმ.