რუსული მედია - 24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ბიბილოვსა და ხაჯიმბას შეხვდება, საქართველოს პრეზიდენტი კი - მერკელს
რუსული მედია - 24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ბიბილოვსა და ხაჯიმბას შეხვდება, საქართველოს პრეზიდენტი კი - მერკელს

24 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტებს შეხვდება.

როგორც რუსული მედია იტყობინება, შეხვედრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავს ეძღვნება.

რუსული მედიის ინფორმაციით, გასული წლის ნოემბერში ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინი 2018 წლის 26 აგვისტოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიიწვია.

როგორც რუსულ მედიას კრემლში განუცხადეს, რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკი მიწვევის მიღების საშუალებას არ იძლევა, ამიტომ პუტინმა თავად დაპატიჟა ხაჯიმბა და ბიბილოვი, რათა მათ „დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლისთავი მიულოცოს“.

ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, „პრეზიდენტების მოსკოვში ყოფნის პარალელურად“, 23-24 აგვისტოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ანგელა მერკელი ეწვევა.

რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.