რუსული ხომალდი, რომელიც ინგლისის საზღვაო საზღვრის სიახლოვეს მოძრაობდა, ბრიტანულმა გემმა გააცილა
რუსული ხომალდი, რომელიც ინგლისის საზღვაო საზღვრის სიახლოვეს მოძრაობდა, ბრიტანულმა გემმა გააცილა

ბრიტანულმა გემმა რუსული ხომალდი, რომელიც ინგლისის საზღვაო საზღვრის სიახლოვეს მოძრაობდა, ტერიტორიიდან გააცილა, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ცნობით, წინასაშობაო პერიოდში ეს რუსეთის საზღვაო ძალების მათი საზღვრის სიახლოვეს დაფიქსირების პირველი შემთხვევა არ არის.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გევინ უილიამსონმა განაცხადა, რომ ის უკან არ დაიხევს ინგლისის ტერიტორიული წყლების დასაცავად და აგრესიის რაიმე ფორმის მოთმენას არ აპირებს.

რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია. გასულ კვირას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთი უცხო ქვეყნების არჩევნებში ერევა. ამის პასუხად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ ჯონსონს ამის სათქმელად არავითარი არგუმენტი არ გააჩნია.