რუსული ფრეგატიდან დანიის საჰაერო ძალების ერთ-ერთ ვერტმფრენის მიმართულებით ორი ე.წ. სასიგნალო გასროლა განახორციელეს

11:38, 15.09.2026

რუსული ფრეგატიდან დანიის საჰაერო ძალების ერთ-ერთ ვერტმფრენის მიმართულებით ორი ე.წ. სასიგნალო გასროლა განახორციელეს. ინფორმაციას დანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა შაშხანით სასიგნალო გასროლა მაშინ განახორციელეს, როდესაც დანიური ვერტმფრენი ფრეგატს ფოტოებს უღებდა. დანიის თავდაცვის მინისტრმა ინციდენტს „სერიოზული“ უწოდა. ინციდენტი დანიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის გედზერის საერთაშორისო წყლებში მოხდა.

დანიური მედა წერს, რომ ერთ-ერთმა სასიგნალო გასროლამ ვერტმფრენს ახლოს ჩაუარა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები არ დაშავებულან.

ამასთან, როგორც ცნობილია, დანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებისთვის დაიბარეს.

მსგავსი