რუსული ძალების მიერ კიევის ოლქზე მიტანილ იერიშს, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა
რუსული ძალების მიერ კიევის ოლქზე მიტანილ იერიშს, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია.
კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, ბროვარის რაიონში თავდასხმის შედეგად ასევე სამი ადამიანი დაშავდა. მისივე თქმით, დაზიანდა კერძო სახლი, დამხმარე შენობები და მანქანები, ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში.
პარალელურად კი, დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთში სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, დრონების საფრთხის გამო კრასნოდარის აეროპორტი დროებით დაიხურა.