რუსული ძალების დრონებით თავდასხმების შედეგად, უკრაინის ქალაქებში რვა ადამიანი დაშავდა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ობიექტები

12:53, 13.01.2026

ოდესაში რუსული ძალების მიერ განხორციელებული ინტენსიური თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, იერიში დასახლებაზე დრონებით მიიტანეს, რის შედეგადაც დაზიანდა როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე საბავშვო ბაღი, გასართობი პარკი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ორი ადამიანი დაშავდა დნეპროპეტროვსკშიც, სადაც იერიში ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა. დაშავებულთაგან ერთი ქალი და ერთი მამაკაცია.

ღამის განმავლობაში დაიბომბა კიევის ოლქიც, სადაც ზიანი მიადგა სამრეწველო ობიექტებს, მათ შორის ბროვარისა და ფასტოვის რაიონებში.

მსგავსი