რუსული დრონის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ქვეყნის პრეზიდენტმა თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია
epa12168056 Romanian President Nicusor Dan attends a joint press conference with the president of Moldova in the Presidential Palace during his first official visit in Chisinau, Moldova, 10 June 2025. Nicusor Dan's visit is a sign of solidarity and support for the Republic of Moldova's efforts in EU integration, democratic reforms, and economic development. EPA/DUMITRU DORU
რუსული დრონის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
როგორც ნიკუშორ დანმა განაცხადა, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
მისივე თქმით, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რუმინეთის მოქალაქეებზე გავრცელდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომი.
„მოვლენის უპრეცედენტო ხასიათი მოითხოვს მტკიცე, კოორდინირებულ და შესაბამის რეაგირებას ეროვნულ, მოკავშირეთა და საერთაშორისო დონეზე. მტკიცედ ვაცხადებ, რომ ამ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. არ არსებობს რაიმე გაურკვევლობა იმის შესახებ, ვინ არის ამ აგრესიის ჩამდენი და რა არის მისი მიზეზი. ეროვნული ტერიტორიისა და რუმინეთის მოქალაქეების დაცვა ჩემს უზენაეს მოვალეობად რჩება, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული“, – აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც მედია წერს, მომხდარის გამო რუმინეთმა და საფრანგეთმა რუსეთის ელჩები დაიბარეს.
ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა. როგორც მედია წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა დრონმა რუმინეთის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაზიანებები გამოიწვია.