რუსული დერბი ცსკა-მ მოიგო და პირველი ადგილი გაინაღდა
რუსული დერბი ცსკა-მ მოიგო და პირველი ადგილი გაინაღდა

„ევროლიგის“ მიმდინარე სეზონის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოსკოვის ცსკა-მ პირველი ადგილი გაინაღდა. დიმიტრის იტუდისის გუნდმა დღეს რუსულ დერბიში გასვლაზე „ხიმკი“ დაამარცხა.

შეხვედრა მთლიანად სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 90-73 დასრულდა.

ბრწყინვალე სეზონს ატარებს, მოსკოველთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ნანდო დე კოლო. ფრანგმა უკანახაზელმა „ხიმკის“ 17 ქულა ჩაუგდო, რასაც 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიუმატა. დამაჯერებელი იყო, ოტელო ჰანტერიც. ამერკილემა ცენტრმა: 16 ქულა, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა გაიფორმა. მასპინძელთა შორის ტრადიციულად ალექსეი შვედი იყო საუკეთესო.

მისმა მონაგარმა ამჯერად 20 ქულა და 8 ზუსტი პასი შეადგინა. „ხიმკიმ“ აღნიშნული მარცხის შემდეგ, მე-6 ადგილზე ჩამოინაცვლა და მომდევნო ტურში, კიდევ ერთ რთულ გამოცდას ჩააბარებს. გეორგიოს ბარძოკასის გუნდი ტურნირის მოქმედ ჩემპიონ სტამბოლის „ფენერბახჩეს“ მიიღებს.