რუსული ავიაკომპანია „ეს 7“-ის თანამფლობელი, ნატალია ფილევა გერმანიაში ავაკატასტროფაში დაიღუპა
რუსეთის სიდიდით მეორე ავიაკომპანია „ეს 7“-ის თანამფლობელი, ნატალია ფილევა გერმანიაში ავაკატასტროფაში დაიღუპა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ფილევას კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა ფრანკფურტთან ახლოს, ეგელსბახის აეროპორტში დაშვებისას განიცადა.
ავიაკატასტროფას ასევე ემსხვერპლნენ კიდევ ერთი მგზავრი და პილოტი.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. კერძო თვითმფრინავი საფრანგეთის ქალაქ კანიდან მიფრინავდა.
ნატალია ფილევა ავიაკომპანია „ეს 7“-ის, იგივე „ციმბირის ავიახაზების“ მთავარი მეწილე იყო. „ეს 7“ აეროფლოტის მთავარი კონკურენტია, რომლის 96 თვითმფრინავი 26 ქვეყნის 181 ქალაქში დაფრინავს.