რუსულ ონლაინ გაყიდვების კომპანია „ოზონში“ აცხადებენ, რომ სარატოვში ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

10:57, 11.09.2026

რუსულ ონლაინ გაყიდვების კომპანია „ოზონში“ აცხადებენ, რომ სარატოვში ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. კომპანიის ინფორმაციით, ცენტრში ხანძარი გაჩნდა და საჭირო გახდა თანამშრომლების ევაკუაცია.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად ქალაქში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

„ჩვენ თანამშრომლების ევაკუაცია ოპერატიულად განვახორციელეთ. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. ხანძარი გაჩნდა, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, – ნათქვამია „ოზონის“ მიერ „ტელეგრამარხზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, სარატოვსა და სარატოვის ოლქში „ოზონმა“ მომხმარებლებისგან – შეკვეთების, გამყიდველებისგან კი საქონლის მიღება შეაჩერა.

მსგავსი