რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსი სამხედროები ქალაქ სარაქებში შევიდნენ
რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსი სამხედროები ქალაქ სარაქებში შევიდნენ

რუსი სამხედროები სირიის სტრატეგიულ ქალაქ სარაქებში შევიდნენ, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, რუსეთის სამხედრო პოლიცია სარაქებში მას შემდეგ შევიდა, რაც აღნიშნული ქალაქი სირიის არმიამ დაიკავა.

რუსეთში ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ნაბიჯი ქალაქის მნიშვნელობიდან გამომდინარე გადადგეს, „რათა ავტომაგისტრალ ემ-4-სა და ემ-5-ზე მოქალაქეთა უსაფრთხო და დაუბრკოლებლად გადაადგილება იყოს უზრუნველყოფილი“.

სარაქები სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქალაქია, რომელზეც ალეპოსა და დამასკოს, ასევე ალეპოსა და ლატაკიის დამაკავშირებელი გზები გადის.