რუსტემ უმეროვი უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს

15:00, 03.08.2026

რუსტემ უმეროვი უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც მედია იუწყება, ზელენსკიმ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უმეროვი უახლოეს დღეებში საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უმეროვი დიპლომატიურ მიმართულებაზე მუშაობას გააგრძელებს, განსაკუთრებით აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით.

რუსტემ უმეროვი ამჟამად უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელია, მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე უმეროვს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ კლიმენკო შეცვლის.

მსგავსი