რუსტემ უმეროვი - შემდგომ ნაბიჯებში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს, მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს საბოლოო ნაბიჯების დასაზუსტებლად
რუსტემ უმეროვი - შემდგომ ნაბიჯებში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს, მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს საბოლოო ნაბიჯების დასაზუსტებლად

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარემ, რუსტემ უმეროვმა დადებითად შეაფასა უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის ჟენევაში გამართული შეხვედრები.

„ჩვენ ვაფასებთ პროდუქტიულ და კონსტრუქციულ შეხვედრებს, რომლებიც ჟენევაში გაიმართა უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის, ასევე პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე ძალისხმევას ომის დასასრულებლად“, – წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

რუსტემ უმეროვის თქმით, დელეგაციები საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ ჟენევაში განხილული შეთანხმების ძირითად პირობებზე.

„ახლა ჩვენ ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს ჩვენს შემდგომ ნაბიჯებში. ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებას ნოემბერში, რაც შეიძლება მალე, საბოლოო ნაბიჯების დასაზუსტებლად და პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმების მისაღწევად, – აღნიშნა უმეროვმა.