რუსტემ უმეროვი – ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, ვიმედოვნებთ, დღის ბოლომდე მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს
უკრაინა ბერლინში აშშ-თან მოლაპარაკებების შემდეგ რეალურ პროგრესს მიესალმება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა ბერლინში, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
რუსტემ უმეროვმა მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული და პროდუქტიული“ უწოდა.
როგორც უმეროვი სოციალურ ქსელში წერს, არის „რეალური პროგრესი“ და იმედოვნებს, რომ დღის ბოლომდე მიაღწევენ შეთანხმებას, რომელიც უკრაინას მშვიდობასთან დააახლოებს.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკებები კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო, მიღწეული იქნა რეალური პროგრესი. ვიმედოვნებთ, რომ დღის ბოლომდე მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც მშვიდობასთან დაგვაახლოებს. ამჟამად მედიაში ბევრი ხმაური და ანონიმური სპეკულაციაა. გთხოვთ, ნუ აჰყვებით ჭორებსა და პროვოკაციებს. სტივ uიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით, ამერიკული გუნდი უკიდურესად კონსტრუქციულად მუშაობს, რათა დაეხმაროს უკრაინას მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზის პოვნაში. უკრაინის გუნდი უზომოდ მადლიერია პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის მიმართ ყველა იმ ძალისხმევისთვის, რასაც ისინი დებენ“, – წერს რუსტემ უმეროვი.
Over the past two days, Ukrainian-US negotiations have been constructive and productive, with real progress achieved. We hope we will reach an agreement that will bring us closer to peace by the end of the day.
There is a lot of noise and anonymous speculation in the media right…— Rustem Umerov (@rustem_umerov) December 15, 2025