რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო

13:45, 10.11.2026

აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

„გადავედით მოლაპარაკებების სამმხრივ ფორმატზე – უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის. დღის წესრიგშია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მშვიდობის დაახლოების მთავარი საკითხები“, – წერს უმეროვი.

მისივე თქმით, მუშაობა უკრაინის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად მიმდინარეობს.

მანამდე შეხვედრა გაიმართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატო-სა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან.

უმეროვის განცხადებით, უკრაინის დელეგაციას, მასთან ერთად, წარმოადგენენ კირილ ბუდანოვი, დავით არახამია, სერგეი კისლიცა და ვადიმ სკიბიცკი.

მსგავსი