რუსტემ უმეროვი აცხადებს, რომ ცალკე შეხვედრა გამართა აშშ-ისა და საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიის, შვეიცარიის წარმომადგენლებთან

10:47, 18.02.2026

უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა ცალკე შეხვედრა გამართა აშშ-ისა და საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, იტალიის, შვეიცარიის წარმომადგენლებთან.

აღნიშნულის შესახებ უმეროვმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, მხარეებმა აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის პირველი დღის შედეგები განიხილეს და შემდეგი ნაბიჯების შესახებ მიდგომები შეათანხმეს.

„მნიშვნელოვანია უკრაინას, შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის საერთო ხედვისა და კოორდინირებული ქმედებების შენარჩუნება. არსებობს შედეგზე საერთო პასუხისმგებლობის გაგება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, – წერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში.

მსგავსი