რუსთავში კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე მოეწყო
რუსთავში კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე მოეწყო

ქალაქ რუსთავში დღეიდან კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.

საფრთხის შემცველი ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები სასტუმრო „ვეჯინში“ განთავსდებიან. ქალაქ რუსთავში უკვე ფუნქციონირებს საკარანტინო სივრცე, რომელიც სასტუმრო „რუსთავშია“ განთავსებული.

საკარანტინო სივრცე 54 ადამიანზეა გათვლილი და ის დღეს საღამოდან დაიტვირთება.