რუსთავში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა
რუსთავში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა

რუსთავში საქართველო პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა.

ბიუსტი ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში საზოგადოება „რუსთაველებისა“ და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განთავსდა.

სკულპტურის ავტორი, ცნობილი მოქანდაკე ვალერი ჯიქიაა.

ღონისძიების ფარგლებში, 2020 წლის საპატიო რუსთაველების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. წელს რუსთავს 20 საპატიო რუსთაველი ჰყავს.

დატოვე კომენტარი