რუსთავში უნებართვოდ განთავსებულ ჯიხურებს იღებენ
რუსთავში უნებართვოდ განთავსებულ ჯიხურებს იღებენ

რუსთავში უნებართვოდ განთავსებული ჯიხურების აღება მიმდინარეობს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დღეს ჯიხურები ქალაქის ცენტრალური, მეგობრობის ქუჩიდან აიღო.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ჯიხურებს მეპატრონეებთან შეთანხმებით იღებენ.

ამასთან, რუსთავში ქალაქის ეზოების ავტოფარეხებისგან გათავისუფლების პროცესის ფარგლებში, 100-ზე მეტი კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა.