რუსთავში, სურსათის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა
რუსთავში, სურსათის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში სურსათის მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ტერიტორია დროულად დატოვეს.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ძლიერი ემოციური ფონის გამო ერთი ქალბატონი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გაუმართავმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.