რუსთავში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით სამი წლის ბავშვი მოიწამლა

15:16, 22.01.2019

რუსთავში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით სამი წლის გოგონა მოიწამლა.

შემთხვევა მე-20 მიკრორაიონში მოხდა. ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.

ექიმების განცხადებით, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მოცემულ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი