რუსთავში სასტუმრო „რუსთავი“ საკარანტინო ზონად გამოცხადდა
რუსთავში სასტუმრო „რუსთავი“ საკარანტინო ზონად გამოცხადდა

რუსთავში სასტუმრო „რუსთავი“ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. დღეს დილით გამთენიისას იქ მოქალაქეები გადაიყვანეს, რომლებიც 14-დღიან საკარანტინო პერიოდს გაივლიან.

სასტუმრო „რუსთავში“ გადაყვანილი მოქალაქეები იტალიიდან დაბრუნებულები არიან. მოქალაქეების რუსთავის საკარანტინო ზონაში გადაყვანა ორ ეტაპად განხორციელდა. კერძოდ, ჯგუფი იტალიიდან კიევისა და გერმანიის გავლით ჩამოფრინდნენ.

ამ დროისთვის, რუსთავის საკარანტინო ზონაში სულ 46 ადამიანია მოთავსებული.