რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადებიან [ფოტო]
რუსთავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადებიან [ფოტო]

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთავი სახელმწიფო დროშებითა და თემატური აპლიკაციებით გაფორმდა. ქალაქი აქტიურად ემზადება დაგეგმილი ღონისძიებებისთვის.

სადღესასწაულო ბანერებით მოირთო რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფასადი და ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია.

შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე, შუაგამყოფ ზოლზე არსებულ ლაითბოქსებში თემატური ფოტომასალა განთავსდა, ხოლო ცენტრალურ ქუჩებსა და ხიდზე, გარე განათების ბოძებზე დამონტაჟდა სახელმწიფო დროშები.

26 მაისის საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 25 მაისის 12:00 საათიდან 26 მაისის 24:00 საათამდე, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარედ, გზის ორივე მხარეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ღონისძიებები დილიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.