რუსთავში საეჭვო ნივთი იპოვეს
რუსთავში საეჭვო ნივთი იპოვეს

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე საეჭვო ნივთი იპოვეს.

პირველი არხის ინფორმაციით, ნაპოვნია ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ყუმბარა მოქალაქემ ნაგვის ურნასთან შენიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა ნივთია ნაპოვნი.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ნივთი ექსპერტიზაზე წაიღეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.