რუსთავში, საცხოვრებელ სახლში წყლის გამათბობელს ცეცხლი გაუჩნდა

13:10, 19.01.2019

რუსთავში, საცხოვრებელ სახლში წყლის გამათბობელს ცეცხლი გაუჩნდა.

ფაქტი მე-17 მიკრორაიონში მოხდა. ცეცხლი სახანძროს მოსვლამდე ადგილობრივებმა ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია.

მსგავსი