რუსთავში რუსთავქალაქობა აღინიშნება
რუსთავში რუსთავქალაქობა აღინიშნება

რუსთავში რუსთავქალაქობას აღნიშნავენ. ქალაქის 70 წლის იუბილე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება, რომლებიც დღეიდან დაიწყო და მTელი კვკრის განმავლობაში გაგრძელდება.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრის ფოიეში ღონისძიება სახელწოდებით „გააცოცხლე რუსთავის ისტორია“ მიმდინარეობს, რომლის სტუმრებიც რუსთავის ისტორიას ეცნობიან.

20:00 საათზე, რუსთავის დრამატულ თეატრში ნიკოლოზ რაჭველის და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.

დღესვე, ქალაქის VIII მიკრორაიონში დაგეგმილია ლიტერატურული საღამო რომელზეც რუსთაველების წინაშე მურმან ჯინორია მონო სპექტაკლით წარსდგება. ადგილობრივებს საშუალება ექნებათ მურმან ჯინორიას შეხვდნენ და მის შემოქმედებას პირადად გაეცნონ.