რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, მას ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავარიისას დაშავებული ოთხი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში დღის მეორე ნახევარში მოხდა. სატვირთო ავტომობილი N6 სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა. ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.