რუსთავში „ქართული ფოლადის“ ერთ-ერთი საამქროს თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

14:24, 20.05.2019

რუსთავში „ქართული ფოლადის“ ფოლადსადნობი საამქროს თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. საამქროს 250 თანამშრომელი ხელფასის 50 პროცენტით მომატებას ითხოვს.

ქარხნის ადმინისტრაცია თანამშრომლებს ხელფასების 15-დან 30 პროცენტამდე გაზრდას სთავაზობს.

დათანხმდებიან თუ არა გაფიცულები საწარმოს შემოთავაზებას, ჯერ უცნობია. მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი