რუსთავში პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა
რუსთავში პროკურატურის ახალი შენობა გაიხსნა

პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღის და საქართველოს პროკურატურის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალი შენობა გახსნა. ირაკლი შოთაძემ თანამშრომლებს პროფესიული დღე და ახალი შენობის გახსნა მიულოცა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის და რუსთავის რაიონული პროკურატურის ახალ ადმინისტრაციულ შენობას საძირკველი 2017 წლის თებერვალში ჩაეყარა.

ახალი ოთხსართულიანი შენობა 1400 კვადრატულ მეტრ ფართს მოიცავს და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული. შენობაში ასევე არის არასრულწლოვანზე ორიენტირებული გარემო, რომლის პრეზენტაციაც გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ გამართა.