რუსთავში ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]
რუსთავში ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]

რუსთავში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომში დაღუპული გმირების ოჯახებმა და მოქალაქეებმა, რუსთავში გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. სასულიერო პირებმა კი, გარდაცვლილთა მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.

ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს ჯარისკაცების ფოტოებითა და ბიოგრაფიებით ფოტოალბომები გადაეცათ. მსგავსი ალბომები სკოლებსა და ბიბლიოთეკებსაც გადაეცემათ.

ქვემო ქართლის მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელები, ასევე გმირების ოჯახის წევრები ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებზეც იმყოფებოდნენ.