რუსთავში ნიჩბოსნობის სასკოლო ტურნირი ჩატარდა

13:21, 29.05.2021

რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე დღეს ნიჩბოსნობის სასკოლო ტურნირი ჩატარდა.

ასპარეზობაში ქალაქის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობდნენ. ოცადგილიანი ნავებით მოყვარულმა ნიჩბოსნებმა 200-მეტრიანი დისტანცია დაფარეს.

ტურნირი წელს პირველად ტარდება და ტრადიციულ სახეს მიიღებს. ნიჩბოსნობა რუსთავში შესაბამისი ლანდშაფტის არსებობის გამო ტრადიციული სპორტია. შენდება ნიჩბოსნობის სკოლის ახალი შენობაც.

ნიჩბოსნობის სკოლა რუსთავში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან არსებობს.

მსგავსი