რუსთავში მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა
რუსთავში მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა

რუსთავში, კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალის ცხედარი იპოვეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი რუსთავიდან იუწყება, ცხედარი მტკვარმა გამორიყა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანს გულისხმობს.