რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

10:37, 19.02.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში 1989 წელს დაბადებულ დ.ს.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრალდებული პოლიციაში მომხდარიდან მეორე დღეს თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა“, – აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი