რუსთავში მოკლული სოსო ქუთათელაძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს
რუსთავში მოკლული სოსო ქუთათელაძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლული ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა ბაზრის კიდევ ერთი მეწილე, რომლის თქმით, მოკლულს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და მისთვის უცნობია, რა მოხდა.

„ის იყო ჩემი მეგობარი. გავიგე, რომ დაიღუპა და წამოვედი. დილით ერთად ვიყავით. კარგ განწყობაზე იყო. კონფლიქტი არავისთან ჰქონია. არ ვიცი, რა მოხდა. შიგნით შესვლის საშუალებას არ გვაძლევენ“, – განაცხადა ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ.

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.

თვითმხილველთა თქმით, ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა იპოვა.