რუსთავში მკვლელობა მოხდა
რუსთავში მკვლელობა მოხდა

რუსთავში გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის იყო, რა დროსაც ერთმა ახალგაზრდამ ორი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.

ორი დაჭრილიდან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მამაკაცი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პირველი არხის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და საგამოძიებო უწყებამ ერთი პირი უკვე დააკავა.