რუსთავში მძღოლები 10 ტონამდე მასის სატვირთო ავტომობილების ქალაქში გადაადგილების ნებართვას ითხოვენ  
რუსთავში მძღოლები 10 ტონამდე მასის სატვირთო ავტომობილების ქალაქში გადაადგილების ნებართვას ითხოვენ  

რუსთავში სატვირთო ავტომობილებილების მძღოლების აქცია გაიმართა.

მძღოლების განცხადებით, ქალაქში სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია. შესაბამისად, თბილისის ან სხვა მიმართულებით გადაადგილებისთვის სოფელ გაჩიანის გზით უწევთ მოძრაობა, რომელიც მარშრუტსაც აგრძელებს და ასევე მოუწესრიგებელია.

მათი თქმით, სპეციალური ნებართვის გარეშე ქალაქში ასევე აკრძალურია კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად გადაადგილებაც.

მძღოლები 10 ტონამდე მასის ავტომობილების ქალაქში მოძრაობის ნებართვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შეხვდა. მისი თქმით, ამ საკითხზე მძღოლებთან შეხვედრა გუშინაც შედგა და სამუშაო რეჟიმში შეთანხმება შესაძლებელია.

„მძღოლებს ვთავაზობთ, შეარჩიონ კონკრეტული ადგილი, სადაც ავტომანქანებს გააჩერებენ. დილით გავლენ სამსახურში და უკან დაბრუნდებიან. საკითხი მოგვარებადია. საღამოს ქალაქში გადაადგილებაზე ნებართვის თემაც მოგვარებადია“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ამასთან, მისი თქმით, კეთდება შემოვლითი გზა და სამუშაოები მალე დასრულდება.