რუსთავში მაღაზიიდან 18 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს 
რუსთავში მაღაზიიდან 18 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს 

რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, წაღებულია 18 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი.

დაზიანებულია მაღაზიის კარი, სავარაუდოდ სავაჭრო ობიექტში შესვლა სწორედ კარის დაზიანებით მოახერხეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია წელს უკვე მეორედ გაქურდეს.