რუსთავში, კოსტავას გამზირზე აივნების ფასადის ნაწილი ჩამოინგრა
რუსთავში, კოსტავას გამზირზე აივნების ფასადის ნაწილი ჩამოინგრა

რუსთავში, კოსტავას გამზირზე რეაბილიტაციიდან ერთი წლის შემდეგ აივნების ფასადის ნაწილი ჩამოინგრა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ჯამში 10-მდე აივანია დაზიანებული.

თვითმმართველობის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ დაბზარული აივნები მათ ჯერ კიდევ 10 დღის წინ შეამჩნიეს და ფაქტის შესახებ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას აცნობეს.

კომპანიის წარმომადგენლებმა რეაბილიტირებული კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია დღეს თავიდან დაიწყეს.

არსებული ხელშეკრულებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ხუთი წლის ვადაში დაზიანებული აივნები გამოასწოროს.

კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია 4 მილიონ ნახევარი ლარი დაჯდა.