რუსთავში ხუთი ადამიანი მოიწამლა
რუსთავში ხუთი ადამიანი მოიწამლა

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა. მოწამლულია ხუთი ადამიანი. მოწამლულთა შორის არის ორი მცირეწლოვანი.

მოწამლულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი სავარაუდოდ,  არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.​