რუსთავში კალათბურთის გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 
რუსთავში კალათბურთის გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 

რუსთავში კალათბურთის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფრინალის მეოთხე ეტაპის მატჩი რუსთავისა და ქუთაისის გუნდებს შორის მიმდინარეობდა. კალათბურთის გულშემატკივრებმა საკალათბურთო დარბაზის გარეთ იჩხუბეს.

ქუთაისის გუნდის გულშემატკივრები პოლიციამ შემთხვევის ადგილს გაარიდა და მიკროავტობუსებით ტერიტორიიდან გაიყვანა. რუსთავის გულშემატკივარმა ისინი შეძახილების ფონზე გააცილეს.

ამასთან, საკალათბურთო დარბაზიდან პოლიციამ ყველა მაყურებელი გამოიყვანა და თამაში გულშემატკივრების დასწრების გარეშე გაგრძელდა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარი ინციდენტის გამო, პოლიციამ დაპირისპირების ორი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა.