რუსთავში, ჯართის მიმღებ პუნქტში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავში, ჯართის მიმღებ პუნქტში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ექიმმა დაუდასტურა.

მისივე განცხადებით, მამაკაცი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

ჯართის მიმღებ პუნქტში გაზის ბალონი აფეთქდა. გარდაცვლილი ამავე პუნქტში მუშაობდა.

ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური არიან მობილიზებულნი.