რუსთავში ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში სამი ადამიანი, მათ შორის ოთხი თვის ჩვილი გადაიყვანეს

18:59, 30.03.2018

რუსთავში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის სიმპტომებით კლინიკაში სამი ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ოთხი თვის ჩვილია.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი რუსთავიდან იუწყება, შემთხვევა რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მოხდა. სახლში მყოფი 50 და 26 წლის ასაკის ორი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, 4 თვის ჩვილი კი, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

მსგავსი